მთავარისაზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა — 19 — StopCov

,,News.on.ge” წერს, რომ 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19-ით გაიზარდა.
ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 487-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 240 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 524 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 221 პაციენტია.







