კულტურა

სომხური ღვინის ფესტივალი მოსკოვში

,,Armradio.am” წერს, რომ 20 სექტემბერს მოსკოვში სომხური ღვინის ფესტივალი გაიმართება ვდნხ-ს “სომხეთის პავილიონში”.

რუსეთში სომხეთის საელჩოს ცნობით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სომხური ღვინოების გამოფენა – დეგუსტაცია, ლექციები სომხური მეღვინეობის ტრადიციებზე, აგრეთვე მუსიკალური პროგრამა სომეხი მომღერლების ჯგუფების მონაწილეობით.

ფესტივალის მიზანია სომეხი მეღვინეების მხარდაჭერა და სომხური ღვინოების პოპულარიზაცია რუსეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button