პოლიტიკა

აზერბაიჯანს ახალი კატასტროფა ემუქრება

,,Lragir.am“ წერს, რომ ბაქოს ეშინია ანკარას წარუდგინოს სასმელი წყლის საკითხი, რაც მას ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება

აზერბაიჯანის პროპაგანდისტულმა სისტემამ ხელოვნურად შექმნილი ,,აზერბაიჯანის  მთიანი ყარაბაღის რაიონის აზერბაიჯანული საზოგადოების“ ხელით, მისი უცვლელი ლიდერის თურალ განჯალიევის სახით, ევროკავშირს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ”სომხეთის რესპუბლიკა განაგრძობს ყარაბაღის (არცახის) წყლის რესურსების გამოყენებას, როგორც ეკოლოგიურ  ტერორს აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონების მოსახლეობის წინააღმდეგ”. წერილში ხაზგასმულია, რომ ”მიზნობრივ ხელოვნურ კაშხლებს აშენებენ მდინარეებზე, რომლებიც მიედინებიან აზერბაიჯანში, და სარსანგის წყალსაცავიდან აშენებენ უკანონო არხებს, რაც აზიანებს სოფლის მეურნეობას”.

დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერჯერობით არცახი არ აშენებს კაშხლებს და წყალსაცავებს. მათი მშენებლობის, უფრო სწორად მომავალში მათი აშენების სურვილის შესახებ განაცხადა არცახის პრეზიდენტმა ა.ჰარუთიუნიანმა. გარდა ამისა, ბაქოს ფსევდოეკოლოგების მიერ ყოველ ნაბიჯზე მოხსენიებულ სარსანგის წყალსაცავს, მცირე წვლილი აქვს შეტანილი აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფლების სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხში. მდინარე ტრტუს, რომელზეც სარსანგია აგებული,  თავის გზაზე თითქმის არ აქვს განშტოებები და დაახლოებით 30 კმ-ის შემდეგ ჩაედინება დიდ მდინარე მტკვარში, რომელსაც რეგიონისთვის უფრო დიდი სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ფსიქოლოგია, რომელმაც ყარაბაღის ომი წააგო და ყველგან და ყველა ინსტანციაში რევანშისტულია, ჯერ კიდევ არ იძლევა საფუძველს, რომ სომხეთი დაადანაშაულოს ეკოლოგიურ დივერსიაში, მით უმეტეს, რომ წყლის პრობლემის ფესვებს თურქეთისკენ მივყავართ. დიახ, სწორედ თურქეთმა წამოიწყო დიდი წყალსაცავისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არდაჰანის რეგიონში, საქართველოს საზღვართან არც ისე შორს, მდინარე მტკვარის წყლების გამოყენებით. არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, რომ მდინარე მტკვარის კალაპოტი შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს და შეიცვალოს მიმართულება, რაც გამოიწვევს მტკვართან დაკავშირებული სხვა პატარა მდინარეების წყლის დაკლებას და, შესაბამისად, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ კატასტროფას უპ.ყოვლისა  საქართველოსთვის, აგრეთვე აზერბაიჯანისთვის და არაპირდაპირი გზით, არცახის ჩრდილო – აღმოსავლეთისთვის. უფრო მეტიც, სერიოზული პრობლემები შეექმნება აზერბაიჯანში მინგეჩაურის წყალსაცავს, რომელიც მტკვარის წყლებით იკვებება.

თურქეთში მდინარე არაქსზე კაშხლის მშენებლობა შეამცირებს მდინარის ნაკადს 1,6 მილიარდი კუბური მეტრით და გააღრმავებს წყლის კრიზისს ირანის ჩრდილო – აღმოსავლეთით. ირანის ჩრდილო-დასავლეთი პროვინციების ტერიტორიის უმეტესი ნაწილი (ძირითადად თურქულენოვანი ხალხებით არიან დასახლებული და თავს აზერბაიჯანელებს უწოდებენ), ისევე როგორც დასავლეთ სომხეთისა და სამხრეთ აზერბაიჯანის ნაწილი დამოკიდებულია ამ მდინარის წყლებზე.

ანკარა  წყალსაცავებისა და ჰესების მშენებლობას იყენებს, როგორც გეოპოლიტიკურ ბერკეტს მეზობლების წინააღმდეგ. თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის, თურგუთ ოზალის განცხადებები მდინარე ტიგროსისა და ევფრატის შესახებ, ცხადყოფს ქვეყნის წყლის პოლიტიკის მოდელს. ”ჩვენ არაბებს არ ვეუბნებით, რა უნდა უქნან მათ ნავთობს, ისინი არ გვეუბნებიან, რა ვუქნათ ჩვენს წყალს”.

წყალმომარაგებასთან დაკავშირებული  მდგომარეობა აზერბაიჯანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან აქ არის სასმელი წყლის პრობლემაც. ისედაც დაბინძურებული მტკვარის დაშრობის ტენდენციები აზერბაიჯანს კატასტროფით ემუქრება. ამიტომ პროგნოზირებადია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანი, მოერიდება რა “უფროსი ძმის” თურქეთის დადანაშაულებას,  იმის შიშით (ან სურვილის არ ქონით) გააფუჭოს მასთან ურთიერთობა, მომავალ კატასტროფულ შედეგებში დაადანაშაულოს სომხეთის რესპუბლიკა.

ნახეთ მეტი
Back to top button