საერთაშორისო

ჯავახეთში სომეხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკებასთან დაკავშირებით 11 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 3 სომეხია: ედუარდ აივაზიანი

ჯავახეთში  სომეხებსა და აზერბაიჯანელებს შორის 23 აგვისტოს მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე 11 პირია დაკავებული. ამის შესახებ სამცხე – ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ედუარდ აივაზიანმა NEWS.am– თან საუბრისას განაცხადა.

”მათ მიმართ  აღკვეთის ღონისძიებად შეირჩა ორთვიანი პატიმრობა. დაკავებულიდან სამი სომეხია, ხოლო რვა აზერბაიჯანელი. მათ ბრალი ედებოდათ მასობრივი ჩხუბის ორგანიზებაში.  ამჯამად მიმდინარეობს წინასწარი გამოძიების ეტაპი”, – თქვა მან.

აივაზიანმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, სომეხთა ახლობლებმა ახალქალაქის პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

ედუარდ აივაზიანმა აღნიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი განვითარება არ ყოფილა. ყველაფერი მშვიდადაა.

ნახეთ მეტი
Back to top button