მთავარისაზოგადოება

ერთ დღეში 239 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში გახდა 46 910

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 239-ით გაიზარდა და გახდა 46 910. ინფორმაციას აწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის 3330 ადამიანი მკურნალობს, ჩატარებულია 255 927 ტესტი, ინფიცირებულიდან 42 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რეგისტრირებულია 926 გარდაცვლილი (+1). კორონავირუსული დაინფიცირებული, მაგრამ სხვა მიზეზებით გარდაცვლილთა რიცხვი 2-ით გაიზარდა და გახდა 285-ი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც რამდენჯერმე გახანგრძლივდა 11 სექტემბრამდე. შეიცვალა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებული პირობები. დასაშვებია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დაწესებულია სავალდებულო მოთხოვნები.
სომხეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებს 18 მაისიდან, მაგრამ მგზავრებმა და მძღოლებმა უნდა ატარონ დამცავი ნიღბები.
ასევე სავალდებულოა ნიღბის ტარება საჯაროდ ღია ადგილებში. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებს, მოვარჯიშეებს, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების და გულის უკმარისობის მქონე პირებს (ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს სამედიცინო ცნობა, რომელიც დაავადების ფაქტს დაადასტურებს)  შეუძლიათ არ ატარონ ნიღაბი.
11 სექტემბერს სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სომხეთში საკარანტინო რეჟიმი იმოქმედებს 2021 წლის 11 იანვრამდე. საკარანტინო პერიოდში გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდა, მაგრამ საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის ტარების მოთხოვნა კვლავ მოქმედებს.

ნახეთ მეტი
Back to top button