მთავარიპოლიტიკა

ოთხი “სუ” ერთად გამოვიდნენ სამორიგეოდ. ფაშინიანმა ვიდეო გამოაქვეყნა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავების რაოდენობის 12-მდე გაზარდით აპირებს ესკადრილიის შექმნას.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აცნობა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების “სუ”-ები უკვე ერთად მორიგეობენ. ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა ფეისბუქის გვერდზე ვიდეოს განთავსებით.
”პირველად ჩვენი ოთხი ”სუ” ერთად გამოვიდნენ სამორიგეოდ”, – წერს ფაშინიანი ვიდეოს გვერდით.
ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ მორიგეობს 4 “სუ” მათი უბადლო სიჩქარით.
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გაერთიანებულ ავია სამშენებლო კომპანიას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას Su-25– ის მოდერნიზაციისა და შეკეთების შესახებ.
პირველი SU-30SM მრავალფუნქციური გამანადგურებლები სომხეთში 2019 წლის დეკემბრიდანაა.
ამ დროისთვის ისინი ოთხია, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ აპირებს ესკადრილიის შექმნას, თვითმფრინავების რაოდენობის 12-მდე გაზრდით.

ნახეთ მეტი
Back to top button