კულტურა

,,ოქროს გარგარის“ ჟიურის უხელმძღვანელებს ვენეციის კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი რეჟისორი ლავ დიაზი

,,არმენპრესი“ წერს, რომ წელს ერევანში ჩასატარებელ მე -17  საერთაშორისო კინოფესტივალის ,,ოქროს გარგარის“ გასათამაშებელი ფილმების ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი ფილიპინელი რეჟისორი ლავ დიაზი.
როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ვენეციის 77-ე კინოფესტივალზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, ფილიპინელი რეჟისორი დაჯილდოვდა “საუკეთესო რეჟისორის” პრემიით, ლიდოს კუნძული მეოთხედ დატოვა ჯილდოთი. წინა ჯილდოებს შორის იყო “ოქროს ლომი” ფილმისთვის “დაკარგული ქალი” (2016), რომელიც თვეების შემდეგ აჩვენეს “ოქროს გარგარის” კინოფესტივალის ფარგლებში.
რეჟისორის საპატიო ჯილდოთა შორისაა ლოკარნოს კინოფესტივალის “ოქროს ლეოპარდი” ფილმისთვის “წინაპრისგან”, ხოლო 2016 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიაზის ფილმმა “იავნანა სევდიან საიდუმლოს” მოიგო ალფრედ ბაუერის სახელობის ,,ვერცხლის დათვი“, აგრეთვე 480 წუთის ყურების შემდეგ კიდევ 10 წუთის განმავლობაში ფეხზე მდგართა მხურვალე ოვაციები.

”ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ ლავ დიაზი არის ერევანში გამართული მე -17 საერთაშორისო კინოფესტივალის ,,ოქროს გარგარის“ გასათამაშებელი ფილმების ჟიურის თავმჯდომარე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ, ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ფესტივალის ჟიური შედგება დარგში ცნობილი სახელებისგან. ძალიან მალე გამოვაცხადებთ სხვა ფესტივალის კონკურსების ჟიურის სახელებს”, – ამბობს საერთაშორისო კინოფესტივალის ,,ოქროს გარგარის“ პროგრამის დირექტორი კარენ ავეტისიანი.

ეპიდემიური ვითარების გამო, წელს ერევანის საერთაშორისო კინოფესტივალის  ,,ოქროს გარგარის“ ძირითადი ღონისძიებები გაიმართება შემოდგომაზე, 1-8 ნოემბრამდე პერიოდში. 2020 წლის ივლისში ფესტივალი წარსდგა საერთაშორისო კინო ბაზარზე უკვე კარგად ცნობილი ერევანის საერთაშორისო კინოფესტივალის ,,ოქროს გარგარის“ კინოწარმოების ინდუსტრიის განვითარებისათვის GAIFF Pro ინოვაციური პლატფორმის პროგრამებით და პროექტებით, რომლებიც ინტერნეტ ვარიანტით წარმოდგენილი იქნა 13-16 ივლისს და გახდა ივლისის გარგლის ცხოვრების ნაწილიც.

ნახეთ მეტი
Back to top button