ეკონომიკამთავარი

პრეზიდენტი სარგსიანი შეხვდა კომპანია “Dassault Systèmes”-ის ხელმძღვანელობას

,,არმენპრესი“ წერს, რომ სრ რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი შეხვდა ცნობილი ფრანგული კომპანიის “Dassault Systèmes” – ის ხელმძღვანელობას. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.
კომპანიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ფლორენს ვერზილენთან და ვიცე-პრეზიდენტ ჟაკ ბელტრანთან, კომპანიის საგანმანათლებლო პროგრამების გენერალურ დირექტორ ქსავიე ფურჟესთან და საერთაშორისო თანამშრომლობის გენერალურ დირექტორ, სომხეთთან თანამშრომლობის საკითხებში პასუხისმგებელ მარიონ მილოსევიჩთან ერთად განიხილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში “Dassault Systèmes”-ის მიერ შემუშავებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე შეეხნენ სამეცნიერო-ტექნოლოგიების და განათლების სფეროებში სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებასა და პერსპექტივებს. კერძოდ, განხილულ იქნა პრეზიდენტის ATOM (Advanced Tomorrow) ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები, განსაკუთრებით პერსპექტიულად იქნა მიჩნეული ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მართვის, მათემატიკური მოდელირების სხვა მრავალი სფერო.
მსოფლიოს ერთ – ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Dassault Group–ში შემავალი Dassault Systems-ი, სპეციალიზირებულია სამხედრო სამრეწველო, საავიაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიური ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button