ანალიტიკა

59%-სთვის ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, უმუშევრობა კვლავ მთავარი პრობლემაა – IRI

,,მთავარი არხი” წერს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 59% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 35% კი ფიქრობს რომ სწორად. 

ყველა ასაკობრივ დიაპაზონში გამოკითხული ადამიანები ფიქრობენ, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება და ყველა შემთთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი აღემატება 50-ს. 

უარყოფითია ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაც; გამოკითხულთა 58%-სთვის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, რაც აღემატება მათ რიცხს, ვინც თვლის, რომ ფინანსური მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია – 39%. ძალიან კარგი ეკონომიკური მდგომარეობა გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს აქვს.

კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, მოსახლეობის 32%-სთვის ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა, ნაწილობრივ გაუარესდა 39%-სთვის, მკვეთრად გაუარესდა 25%-სთვის. მხოლოდ 1%-სთვის გაუმჯობესდა. 

უმუშევრობა (31%), ეკონომიკა (15%), სიდუხჭირე (8%), ხელფასები (6%) და ჯანმრთელობა (4%) – კვლავ მოსახლეობის მთვარ გამოწვევებად რჩება IRI-ის კვლევის თანახმად. 

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა. 

ნახეთ მეტი
Back to top button