საზოგადოება

სერჟ სარგსიანის სიძეს დააპატიმრებენ

დღეს ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ვატიკანში სომხეთის ყოფილი ელჩის, სერჟ სარგსიანის სიძის, მიქაელ მინასიანის დაკავების შესახებ. ამის შესახებ Armtimes.com იუწყება.

სომხეთის გენერალური პროკურორის მრჩეველმა გორ აბრაჰამიანმა თქვა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით მიქაელ მინასიანის მიმართ არცეული იქნა  პატიმრობა.

წყაროს თანახმად, დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს ავანისა და ნორ ნორქის რეზიდენციის მოსამართლემ მანველ შაჰვერდიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button