პოლიტიკა

ქვეყანას სჭირდება კოალიციური მთავრობა, მაგრამ ასეთ მთავრობაშიც არის წამყვანი ძალა – ვაშაძე

,,მთავარი არხი” წერს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს კოალიციური მთავრობა სჭირდება და ამ მხრივ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის, თუმცა კოალიციურ მთავრობაშიც არის წამყვანი ძალა. ამ თემაზე მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, იბრძვის და ეს გასაგებია რატომ, ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, იბრძვის არჩევნებში პირველი ადგილის დასაკავებლად, მაგრამ ამის შემდეგ რომ იქნება ფართო საზოგადოებრივი ინტერესების გამომსახველი მთავრობა, შეუძლებელია ამის განხორციელება, თუ არ იქნება ეს მთავრობა კოალიციური.

არავითარი წინააღმდეგობა არ არის,ფორმულირება, როგორც იტყვიან გემოვნების საქმეა, მაგრამ კიდევ ერთხელ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ნამდვილად სჭირდება კოალიციური მთავრობა, მაგრამ ყველა კოალიციურ მთავრობაში არის წამყვანი ძალა და არის მოკავშირეები, რომლებიც ამ წამყვან ძალას უერთდებიან, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი მიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომავალი მთავრობა ინკლუზიური უნდა იყოს და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლებენ. 

ამ თემას კამათი მოჰყვა ოპოზიციაში, რომლის ნაწილიც აცხადებს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის კონკურენტად მხოლოდ საკუთარ თავს განიხილავს, რაც არასწორია. “ევროპულმა საქართველომ” კი ღიად განაცხადა, რომ პრემიერად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

ნახეთ მეტი
Back to top button