ეკონომიკამთავარი

პროგრამა “სომხური ღვინოები რუსეთში” ამოქმედდა

პროექტის  “სომხური ღვინოები რუსეთში”  ოფიციალური გახსნა  ჩატარდა  სომხური ღვინის ფესტივალის დროს, მოსკოვში, ეროვნული ეკონომიკური მიღწევების საგამოფენო დარბაზ-კომპლექსის  (ВДНХ) სომხურ პავილიონში.

პროექტს ახორციელებს სომხეთის მევენახეობა-მეღვინეობის ფონდი  რუსეთის ექსპერტთა კავშირთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სომხური ღვინოების პოპულარიზაცია რუსეთის ფედერაციის დიდ ქალაქებში საგანმანათლებლო და მარკეტინგული პროგრამების საშუალებით.

რუსეთის სომელიეს ექსპერტთა კავშირის პრეზიდენტმა არტურ სარქისიანმა მოსკოვში პროექტი წარუდგინა ორმოცდაათზე მეტ ჟურნალისტს და ბლოგერს.

”დღეს მნიშვნელოვანი დღეა. რუსი სომელიესა და ექსპერტთა კავშირმა და სომხეთის მევენახეობის ფონდმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთში სომხური ღვინოების პოპულარიზაციის პროგრამის განხორციელების შესახებ.  მოხარული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ერთობლივად ვიმუშაოთ სომხური ღვინოების დასახმარებლად, სახელმწიფოს მხარდაჭერით და ვაჩვენოთ რა არის სომხური ღვინო”, – თქვა რუსეთის ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარემ  არტურ სარქისიანმა.

”რუსეთი სომხური ღვინის მოხმარების უდიდესი ბაზარია, სადაც საკმაოდ აგრესიული კონკურენციის მიუხედავად, სომხური ღვინოების მოხმარების დიდი პოტენციალიც არსებობს, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი და ჩვენი რუსი პარტნიორების ძალები გავაერთიანოთ და აქტიურად განვავითაროთ ეს მიმართულება. წლების განმავლობაში სომხეთი რუსეთში ძირითადად სომხური კონიაკით იყო ცნობილი. ჩვენი მიზანია მაღალხარისხოვანმა სომხურმა ღვინოებმა ასევე დაიკავონ თავიანთი უნიკალური და ღირსეული ადგილი რუსეთის ბაზარზე”, – თქვა ზარუჰი მურადიანმა, მეღვინეობისა და მევენახეობის ფონდის  აღმასრულებელმა დირექტორმა.

პროექტი “სომხური ღვინოები რუსეთში” რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button