მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო ორგანიზაციები სომხეთს ფულს მისცემენ კორონავირუსის შედეგების აღმოსაფხვრელად

ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოუყოფს სომხეთს კორონავირუსთან საბრძოლველად. “COVID-19  ეპიდემიის წინ აღდგომის  შესახებ შეთანხმება” დღეს გადაეცა სომხეთის მთავრობას დასამტკიცებლად.

შეთანხმების წარდგენისას, სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა თქვა, რომ გრანტი ორ ეტაპად მიეცემათ.

”ხელშეკრულებით გათვალისწინებული 24 მილიონი ევრო  ერთჯერადი თანხით, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე  გაიცემა. დანარჩენი 6 მილიონი ევრო გამოყოფილი იქნება ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის შედეგად გამოწვეული  კრიზისის დაძლევის მიმართულებით განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ფარგლებში “, – თქვა გრიგორიანმა.

ვიცე პრემიერ -მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში თანხა გადმოირიცხება სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტში. მჰერ გრიგორიანმა თქვა, რომ ”კიდევ  ორი დახმარების პროგრამა განიხილება ევროკავშირთან, რომელიც ასევე წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში”.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა ფინანსური დახმარების კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც კვლავ მიმართულია კორონავირუსის წინააღმდეგ.

2 მილიონი დოლარის საგრანტო ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკთან გაფორმდა ჯერ კიდევ 2020 წლის 27 აგვისტოს.

ეს გრანტი გაიცემა სომხეთში COVID-19-ის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისადმი მიმართული  პროექტების დასაფინანსებლად.

მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა ორივეშეთანხმება.

ნახეთ მეტი
Back to top button