მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მიიღებს 9 მილიონ ევროს მოსამართლეთა ზნეობისა და ქონების შესამოწმებლად

ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის სასამართლო სისტემის რეფორმებს.

სომხეთის მთავრობასთან ხელმოწერილი დაფინანსების ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისია გვპირდება 30 მილიონი ევროს გრანტს. ამის შესახებ აღნიშნა  სომხეთის ვიცე- პრემიერმა    მჰერ გრიგორიანმა   სომხეთის მთავრობის სხდომაზე პროექტის წარდგენისას.

”27 მილიონი ევრო გამოიყოფა პირდაპირი ბიუჯეტური  დახმარების სახით, ხოლო დანარჩენი 3 მილიონი – ტექნიკური დახმარების სახით”, – თქვა მან.

პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებულია 2 წლიანი პერიოდი, სასამართლო რეფორმისა და ანტიკორუფციული პროგრამების შესაბამისად.

იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა განმარტა, რომ პროგრამის განხორციელების შედეგად, 2023 წელს სასამართლო სისტემაში საბოლოოდ უნდა აღმოიფხვრას კორუფცია.  

”9 მილიონი ევრო გამოიყოფა ყოველწლიურად და 30 მილიონი ევროდან 3 მილიონი ევრო გამოიყოფა საკონსულტაციო მომსახურებისთვის. წელს პირველი 9 მილიონი ევრო  იქნება მიღებული  მოსამართლეთა ზნეობისა და ქონებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად ”, – თქვა ბადასიანმა.

მან დასძინა, რომ კორუფციის პრევენციის კომისია უკვე ამოწმებს საკონსტიტუციო სასამართლოს და უსს  წევრების ზნეობასა და ქონებრივ მდგომარეობას.

ნახეთ მეტი
Back to top button