მთავარიპოლიტიკა

ბრძოლები გრძელდება ̶ სომხურმა მხარემ 2 ვერტმფრენი, 14 დრონი და ტანკები გაანადგურა

როგორც მთიანი ყარაბაღის  თავდაცვის სამინისტრო  აცხადებს, დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 2 ვერტმფრენი, 14 უპილოტო საფრენი აპარატი,  ასევე  ჯავშანტექნიკა.

”მტერი სამხედრო თვითმფრინავების, თვითმფრინავების, ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით ახორციელებს შეტევას ფრონტის ხაზის სხვადასხვა ნაწილზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის არმიის მოწინავე  ქვედანაყოფები წარმატებით  იგერიებენ მტრის ყველა შეტევას. ბრძოლები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა მთიანი ყარაბაღის  საზღვრის გასწვრივ.

მშვიდობიანი მოსახლეობიდან ერთი ქალი და ერთი ბავშვი დაიღუპნენ მტრის გასროლების შედეგად.  არიან დაჭრილებიც.

ნახეთ მეტი
Back to top button