მთავარიპოლიტიკა

მთიან ყარაბაღში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მთიან ყარაბაღში, მიმდინარეობს საერთო მობილიზაცია თვრამეტი წლის ასაკის ჯგუფისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არცახის  რესპუბლიკის პრეზიდენტი  არაიკ ჰარუთიუანიანი  Facebook-ის  ოფიციალურ გვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ ახლახან დასრულდა ეროვნული ასამბლეის სპეციალური სხდომა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა და თავად გაკეთა ასეთი შინაარსის განცხადება.

”ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ომის მომხრე არ ვართ, მაგრამ ომისთვის მზად ვართ. ჩვენზე მეტად არავის არ უნდა მშვიდობა. ჩვენ არ გვსურს  ომი, ეს ომი თავს მოგვახვიეს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ოჯახები”, – წერს მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი.

მან ხაზი გაუსვა, რომ  სიტუაციის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელისუფლებას.

”აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ  ალიევი პირადადაა  პასუხისმგებელი  რეგიონში მომხდარ  ჰუმანიტარულ კატასტროფაზე”, – თქვა პრეზიდენტმა ჰარუთიუნიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button