მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი იძულებული გახდება ხელი აიღოს სამხედრო გზით საკითხის გადაჭრის მის განზრახვაზე: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას აზერბაიჯანის აგრესიის შესახებ მთიანი ყარაბაღის  წინააღმდეგ․

”28 სექტემბრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის მიერ  არცახის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური აგრესია გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებები აზერბაიჯანის  კონტაქტის ზოლში მდგომარეობის გამწვავების შესახებ ნათლად აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გმობს ძალის გამოყენებას, რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შელახვას.

საერთაშორისო საზოგადოების ამ პოზიციის ერთიანობის მიუხედავად  აზერბაიჯანული მხარე აშკარად აყალბებს ინფორმაციას და სომხურ  მხარეს  საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ადანაშაულებს. მაშინ როცა  არსებობს უდავო ფაქტობრივი საფუძველი, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო აგრესია, წლების განმავლობაში აზერბაიჯანი  მუდმივად არღვევდა  1994-1995 წლების ზავის პირობებს.  

ამის უკანასკნელი გამოვლინებაა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის თხოვნაზე, რომ  გაეკეთებინათ  საკონტაქტო ზოლის მონიტორინგი, რაც აშკარად ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანის მიზანი იყო ომის დაწყების გეგმების დამალვა. კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის დონეზე, მან საჯაროდ თქვა უარი სამშვიდობო პროცესზე, დაისვა ამოცანა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება განეხორციელებინა მასშტაბური ომის გზით.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტის ფარგლებში აზერბაიჯანს მხარს უჭერდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდანვე, როდესაც მან სომხეთის რესპუბლიკას სახმელეთო  ბლოკადა დაუწესა. ამასთან, თურქეთის მხარემ, უჭერდა რა მხარს ამ აგრესიას, შეიმუშავა თვისობრივი ცვლილებები, რაც ხასიათდება  თურქეთის უშუალო ყოფნით ბრძოლის ველზე, აზერბაიჯანელებტან მხარდამხარ იბრძვიან თურქი სპეციალისტებიც და იყენებენ  თურქული წარმოების იარაღს, მათ შორის თვითმფრინავებს და უპილოტო საფრენ აპარატებს.

სანდო წყაროების თანახმად, თურქეთი ახორციელებს უცხოელი ტერორისტების მობილიზაციას და აზერბაიჯანში ტრანსპორტირებას.  ამავდროულად,  თურქეთი ახორციელებს  სრულ პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ მხარდაჭერას აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე.

სინამდვილეში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც არცახელი  ხალხი იბრძვის თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსის წინააღმდეგ. თურქეთი, რომელმაც საუკუნეების წინ გაანადგურა სომეხი ხალხი თავის ისტორიულ სამშობლოში და ამჯამადაც ამართლებს ამ დანაშაულს, ახლა ყველანაირი გზით უჭერს მხარს აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიაში იგივე გენოციდის ჩადენისთვის. თურქეთ-აზერბაიჯანის  ალიანსი სერიოზული საფრთხეა რეგიონის ხალხებისთვის.

სომხეთსა  და არცახს  გადაწყვეტილი აქვთ წინააღმდეგობა გაუწიონ მთელი ძალებით და გაანეიტრალონ ეს ალიანსი და მათი მიზნები.   სომხური მხარის  ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის გამოხატავს სომეხი ხალხის წარუშლელ  ნებას  ̶  იცხოვრონ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში.  სომხეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის სამხედრო  ავანტიურიზმს განხორციელება არ უწერია.  აზერბაიჯანი იძულებული  გახდება  ხელი აიღოს  სამხედრო გზით საკითხის გადაჭრის მის განზრახვაზე და ილაპარაკოს  არცახელ  ხალხთან არა საარტილერიო ენაზე, არამედ მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button