მთავარიპოლიტიკა

რუსეთში სომხეთის ელჩმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ იბრძვიან ტერორისტი დაქირავებულები სირიიდან

რუსეთში სომხეთის ელჩმა  ვარდან ტოღანიანმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ თურქეთიდან და სირიიდან აზერბაიჯანში გადაყვანილი ტერორისტები მთიანი ყარაბაღში  აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან.

სომხეთის ელჩმა განაცხადა, რომ  თურქეთმა თავი მოუყარა  ტერორისტ  დაქირავებულ სამხედროებს  და ისინი აზერბაიჯანში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ერთობლივი საინფორმაციო ცენტრი 27 სექტემბერს საღამოს იუწყებოდა, რომ დაზვერვის თანახმად, სირიიდან დაახლოებით 4000 ბოევიკი მონაწილეობს აზერბაიჯანის მიერ დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში.

„გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ბოევიკებს შორის არის 81 მსხვერპლი“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა ასევე აღნიშნა ამის შესახებ  და თქვა, რომ სამინისტროში უკვე არის გარკვეული ინფორმაცია ბოევიკების, თურქეთის ჩარევის, თურქული წარმოების სამხედრო ტექნიკის გამოყენების შესახებ. მაგრამ მისი თქმით, ამჯამად დასაზუსტებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ნახეთ მეტი
Back to top button