მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა სომხეთს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სპიკერის შუშან სტეფანიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ვარდენისის სამხედრო ნაწილს, ასევე გამოიყენეს საჰაერო ძალა პოზიციების მიმართულებით.

”მოწინააღმდეგის ამ მოქმედებას წინ უსწრებდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვითომ და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა, ვარდენიის რაიონიდან  სარაკეტო დარტმა მიაყენეს აზერბაიჯანის დაშქესანის რაიონს”, – დაწერა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სტეფანიანმა აღნიშნა, რომ ამ გზით, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგე ცდილობდა ნიადაგის მომზადებას მისი შემდგომი მოქმედებების დასაბუთებისთვის.

თავდაცვის მინისტრის სპიკერმა დასძინა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მკაცრ რეაგირებას უნდა ელოდეს.

27 სექტემბრის გამთენიისას, აზერბაიჯანმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო შეტევა არცახ-აზერბაიჯანის მთელი საზღვრის გასწვრივ. ბოლო ინფორმაციით, მტრის გასროლების შედეგად 84 სამხედრო მოსამსახურე და 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხურ მხარეს 200-მდე დაჭრილი ჰყავს. ოფიციალური ინფორმაცია აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის შესახებ არ არსებობს, მაგრამ სომხური მხარე აცხადებს, რომ მტრის დანაკარგები შეუდარებლად დიდია.

ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანმა დაკარგა 50 უპილოტო მფრინავი აპარატი, 4 ვერტმფრენი, 80 ჯავშანტექნიკა, 1 თვითმფრინავი და 82 ავტოტრანსპორტი. არცახსა და სომხეთში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა დასაყოველთაო მობილიზაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button