მთავარიპოლიტიკა

თურქეთი ახორციელებს პირდაპირ აგრესიას სომხეთის წინააღმდეგ: ჰოვანისიანი

დღეს დილის 10:30 საათზე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების კუთვნილი F-16 გამანადგურებლები აფრინდნენ  აზერბაიჯანის აეროპორტიდან  „განჯა“ და უზრუნველყოფდნენ აზერბაიჯანის აეროპორტიდან „დალიარ“ სომხეთის რესპუბლიკის ვარდენისის რეგიონის  ვარდენისის, დიდი მასრიქის, სოთქის ტერიტორიაზე განლაგებული სომხეთის რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ქვეგანყოფილებების მიმართულებით აზერბაიჯანის სუ-25 და თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატით „ბაირაქთარ“  სარაკეტო  დარტყმებს.

ამ პერიოდში  სომხეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო  თავდაცვის ქვედანაყოფები საცეცხლე უზრუნველყოფის საბრძოლო დავალებებს  ასრულებდნენ საკუთარი ავიაციით.

საბრძოლო დავალებების შესრულებისას ჰაერსაწინააღმდეგო და საჰაერო ბრძოლებისას თურქეთის რესპუბლიკის მრავალფუნქციონალურმა გამანადგურებელმა სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში გაანადგურა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების თავდამსხმელი სუ-25.

მფრინავი, სამწუხაროდ, გმირულად დაიღუპა.

თურქეთის რესპუბლიკის მრავალფუნქციური გამანადგურებელი F-16, ობიექტური კონტროლი საშუალებების მიხედვით, განლაგებული იყო 60 კმ სიღრმეზე, 8200 მეტრის სიმაღლეზე.

ნახეთ მეტი
Back to top button