მთავარიპოლიტიკა

კრემლი მოუწოდებს თურქეთს და სხვა ქვეყნებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ცეცხლს ნავთი არ დაასხან

კრემლში  დარწმუნებულნი არიან, რომ  სხვადასხვა ქვეყნების მოწოდებები სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დახმარების გაწევაზე მხოლოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ცეცხლზე მხოლოდ ნავთს ასხამს.   როგორც TASS-ი  იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მხარეები უნდა დარწმუნდნენ  საკითხის პოლიტიკურ-დიპლომატიური  გადაწყვეტის აუცილებლობაში.

”პირველ რიგში, კრემლი საჭიროდ მიიჩნევს და მოუწოდებს  დაუყოვნებლივ შეწყვიტონ  ცეცხლი და საბრძოლო მოქმედებები. ნებისმიერი განცხადება სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ რომელიმე მხარის მიმართ  ნამდვილად ცეცხლზე ნავთს ასხამს, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მას”, – თქვა კრემლის სპიკერმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მუდმივ კონტაქტშია ერევანთან, ბაქოსთან, ანკარასთან და მოუწოდა თურქეთს, ყველაფერი გააკეთონ, რათა დაარწმუნონ კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებს, მაგალითად, თურქეთს, ყველაფერი გააკეთოს, რომ კონფლიქტის მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტონ და დაუბრუნდნენსაკითხის მშვიდობიანი მოგვარების ეტაპს“, თქვა პესკოვმა.  

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ისინი მუდმივ კონტაქტში არიან ეუთოს მინსკის ჯგუფის კოლეგებთან, რომ თანათავმჯდომარე ქვეყნებმა პასუხისმგებელი პოზიცია უნდა დაიკავონ მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების მოგვარების საკითხში.

ნახეთ მეტი
Back to top button