
სადაზვერვო მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანელთა მსხვერპლის რაოდენობა უკვე 3000-ს აღემატება. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვჰანნისიანმა.
მისივე თქმით, გვამების უმეტესობა ნეიტრალურ ზონაშია და მათი იქიდან გატანის მიზნით, პრაქტიკულად, არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული.







