
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანისიანმა ბრიფინგზე წარმოადგინა ზარალი, რომელიც მტერმა განიცადა მთელი დღის სამხედრო ოპერაციების შედეგად.
ჰოვანისიანის თქმით, მხოლოდ უკანასკნელი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგეს გააჩნია 440-450 დაღუპული, 800-900 დაჭრილი. საერთოდ ომის დროს მსხვერპლთა რაოდენობა 2300-ს შეადგენს.
ერთ დღეში ჩამოგდებულია მტრის 10 უმა (ჩამოგდებულია საერთო ჯამში 113 უმა), 45 ჯავშანტექნიკა (ჯამში 250), განადგურდა 8-9 ათეული ჯავშანმანქანა,რომლებიც ბრძოლაში არ იყვნენ ჩართულნი, 3 სმერჩი, 3 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი.
„აი ისეთი მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. ჩვენი ჯარები ავლენენ უპრეცედენტო სიმამაცეს, უნარს, ცოდნას და აჩერებენ მტრის მძაფრ თავდასხმებს”, – თქვა ჰოვანისიანმა.







