
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გუშინ, 5 ოქტომბერს, არცახის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა კონსულტაცია გამართა არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტ არაიკ ჰარუთიუნიანთან და შეიარაღებული ძალების უმაღლეს საოფიცრო შემადგენლობასთან.
”არცახის თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის არმიის სარდალმა, გენერალ-მაიორმა ჯალალ ჰარუთიუნიანმა ორი სომხური რესპუბლიკის ლიდერებს აცნობა ფრონტის ხაზის მდგომარეობის შესახებ, მტრის მიერ დაწყებულ საომარ მოქმედებებზე ღირსეული კონტრშეტევის, ასევე შეიარაღებული ძალების უახლოესი ნაბიჯების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია არცახში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ.







