
განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. იგი გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე.
განცხადების ტექსტი მოცემულია ქვემოთ:
„ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მთელი რიგი სატელეფონო საუბრების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი მოითხოვს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ჰუმანიტარული მიზეზების გამო, რათა მოხდეს მსხვერპლთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი იქნებიან მოსკოვში ამ საკითხებზე კონსულტაციების ჩასატარებლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში.







