
დღეს დილით მტერმა სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაარღვია რა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განაახლა საარტილერიო დაბომბვები, განსაკუთრებით ინტენსიური სროლაა სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთით. ინფორმაციას ავრცელებს არცახის თავდაცვის არმიის პრეს-სამსახური.
”არცახისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური დაძაბულობა შენარჩუნდა მთელი ღამის განმავლობაში. საარტილერიო ბრძოლები სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ადეკვატურ ზომებს იღებენ ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით მტრის შეტევითი საქმიანობის შესაჩერებლად, აგრძელებენ სამშობლოს საზღვრების დაცვის წმინდა მისიის თავდაჯერებულად შესრულებას.







