
თურქეთმა აკრძალა შეერთებული შტატებიდან100 ტონა ჰუმანიტარული დახმარების სომხეთისთვის მიწოდება მისი საჰაერო სივრცის გავლით. ამის შესახებ “არმენპრეს”-ის გადმოცემით 14 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სრ დიასპორის საკითხებში მთავარმა კომისარმა ზარეჰ სინანიანმა.
”ამ დღეებში დაახლოებით 700 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანეს სომხეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ჯავახეთიდან, თბილისიდან და ეს დახმარება გრძელდება. ”100 ტონა დახმარებაა შეერთებული შტატებიდან სომხეთში ჩამოსასვლელად, მაგრამ თურქეთმა აკრძალა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც კი მისი საჰაერო სივრცის გავლით, რის შედეგადაც ეს ფრენა გადაიდო”, – აღნიშნა სინანიანმა.







