მთავარიპოლიტიკა

“გამოყოფა ხსნისთვის” პრინციპი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ჩვენი კონცეფციის საფუძველია

პრინციპი “გამოყოფა ხსნისთვის”, რომელიც ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპის თანამედროვე გამოვლინებაა, ცალკეულ ჯგუფებს, ხალხებს აძლევს უფლებას როგორც გამოეყვნენ ნებისმიერ სახელმწიფოს, როდესაც არსებობს დისკრიმინაციის, ადამიანის უფლებების ფართო დარღვევების ან გენოციდის რისკი, ასევე გამორიცხავს გაერთიანებას ისეთ სახელმწიფოსთან, თუ კავშირი გამოიწვევს იგივე შედეგებს, რაც ზემოთ იყო ნათქვამი, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ფაშინიანის აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს ყარაბაღის საკითხის მოგვარების ჩვენი კონცეფციის საფუძველი, და დაქირავებული ტერორისტების მონაწილეობა მიმდინარე ომში, თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერორისტული მოქმედების ფორმა იძლევა ასეთი საერთაშორისო გაგების მიღწევის რეალურ შესაძლებლობას.

”სრულიად სომეხთა პოტენციალი ჩვენ უნდა გავამახვილოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ჩანაწერში.

ნახეთ მეტი
Back to top button