
ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი აჰმედ ალ-მესმარი ადასტურებს თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანში ტერორისტების გადაყვანას. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ გენერალმა განაცხადა „Sky news Arabia“-ს ეთერში.
ათასობით სირიელი და სხვა ეროვნების ტერორისტი თურქეთმა ,,მეტიგას“ და ,,მისურატას“ აეროპორტების მეშვეობით გადაიყვანა ლიბიაში. ”ახლა კი თურქეთი იყენებს ამ აეროპორტებს ლიბიელი, სირიელი და სხვა ეროვნების ტერორისტების აზერბაიჯანში გადასაყვანად”, – აღნიშნა აჰმედ ალ-მესმარმა.







