
ლონდონში მყოფი სომხები BBC TV -ის წინ პროტესტის აქციას მართავენ ლონდონში მცხოვრები სურენ სარუხანიანის თქმით, ისინი მოითხოვენ მთიანი ყარაბაღის თემების მიუკერძოებელ გაშუქებას.
“BBC, გვითხარი სიმართლე“, “შეწყვიტეთ თურქული სიცრუის გავრცელება”, “სირცხვილი BBC- ის”, “BBC – თურქული პროპაგანდა”. უკვე საათზე მეტია, ამგვარი ლოზუნგებით სომხები ტელეკომპანიის შენობასთან არიან.
ისინი მოვიდნენ სომხური სამფეროვანი დროშით, საპროტესტო პლაკატებით: “თურქეთო, გადი ნატოდან”, “შენი დუმილი ჩვენი სიკვდილია”, “შეაჩერე თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესია”, “კოვიდი – 19, თურქეთი – 20 – ახალი პანდემია” და ა.შ. .
მომიტინგეები მღერიან პატრიოტულ სიმღერებს. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს.
სურენ სარუხანიანის თქმით, ამ დემონსტრაციის შემდეგ სომხები გადავლენ ლონდონში თურქეთის საელჩოსთან, რათა შეუერთდნენ ბერძნების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას.







