
სომხეთმა და აზერბაიჯანმა გადაწყვეტილება მიიღეს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
”ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა როგორც გაგრძელება მინსკის ჯგუფის თნათავმჯდომარე ქვეყნების საფრანგეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მიერ 1 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 5 ოქტომბრის განცხადების და 10 ოქტომბერს მოსკოვში მიღწეული შეთანხმებისა ”, – ნათქვამია განცხადებაში.







