მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის შესახებ

,,ინფოტეკა24″ წერს, რომ აზერბაიჯანული მხარე კვლავ იწყებს მეწამორის ბირთვულ ელექტროსადგურზე დარტყმის ირგვლივ განცხადებების გავრცელებას.

დასაწყისისთვის, აღვნიშნოთ, რომ სადგური მდებარეობს სომხეთის, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თავად ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს კონფლიქტის სომხეთის ტერიტორიაზე გადატანას. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ დაარღვია საკუთარი სიტყვა, ამ მასშტაბის დანაშაულს გამართლება არ აქვს.

გავიხსენოთ ისიც, რომ როდესაც ტავუშში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დამარცხების შედეგად გამოითქვა მსგავსი საფრთხეები აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის დონეზე, მთელმა მსოფლიომ მკაცრად დაგმო არაკონსტრუქციული მიდგომა და გააფრთხილა ალიევი სერიოზული შედეგების შესახებ.

აშკარაა, რომ ყველას, ვისაც მინიმუმ შეუძლია ივარაუდოს ისეთი დანაშაულის ჩადენა, როგორიცაა ბირთვული ელექტროსადგურის აფეთქება, ჭკუასთან პრობლემები აქვს. შეუძლებელია მათ ვერ გააცნობიერონ ბირთვული ელექტროსადგურის აფეთქების ყველა საშიშროება და კატასტროფული შედეგები ასეთი მცირე და მჭიდროდ დასახლებული რეგიონისთვის, თვით აზერბაიჯანისთვისაც.

ასეთ ექსტრემალურ ზომებს მხოლოდ კუთხეში მომწყვდეულებმა შეიძლება მიმართონ. მეწამორის მუქარა სასოწარკვეთილების ძახილს ჰგავს, ვინაიდან ორი დიქტატორის არცახის ხელში ჩაგდების ყველა გეგმა ჩაიშალა.

ნახეთ მეტი
Back to top button