მთავარიპოლიტიკა

რა კითხვების გეშინიათ, ბატონო პრეზიდენტო? ალიევმა გააუქმა ინტერვიუ Bild-თან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  გააუქმა გერმანულ Bild – თან წინასწარ დაანონსებული  ინტერვიუ. ამის შესახებ გაზეთის ჟურნალისტმა პოლ რონცჰაიმერმა Twitter- ის მიკრობლოგზე დაწერა.

”აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ Bild – სთვის ინტერვიუ მიესცა ყარაბაღის ომის შესახებ. ახლა კი, მან მოულოდნელად უარი თქვა ამ იდეაზე. რა კითხვების გეშინიათ, ბატონო პრეზიდენტო?” – წერს გერმანელი ჟურნალისტი და ახსენებს, რომ სომხეთის პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც უკვე მისცეს ინტერვიუ Bild – ს.

ნახეთ მეტი
Back to top button