პოლიტიკა

„ალიევის „დიადმა“ არმიამ ჯავშანტექნიკა მიატოვა და გაიქცა. თქვენ თქვენს სიკვდილს მაგ ხევებში იპოვით“: არწრუნ ჰოვანისიანი

„ალიევის „დიადმა“ არმიამ ჯავშანტექნიკა მიატოვა და გაიქცა.  თქვენ თქვენს სიკვდილს მაგ ხევებში იპოვით“,- წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი Facebook- ის საკუთარ გვერდზე.

მანამდე არწრუნ ჰოვანისიანმა გაავრცელა თავდაცვის სამინისტროს სპიკერის შუშან სტეფანიანის პუბლიკაცია.

”სამხრეთ მიმართულებით სომხური ძალების წარმატებული ოპერაციის შედეგად განადგურდა მტრის სპეცდანიშნულების რაზმის დიდი ნაწილი, 9 ერთეული ტექნიკა.

 ტექნიკის გადარჩენილი ნაწილი ნადავლად წამოიღეს ჩვენებმა.

აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდა და ამჟამად მას ოპერაციას უკეთებენ სომეხი სამხედრო ექიმები”.

”აი, რა მდგომარეობაა ქალბატონებო და ბატონებო”, – წერს  არწრუნ ჰოვანისიანი

 პოსტკრიპტუმად.

ნახეთ მეტი
Back to top button