
ამ დილით, 10:00 საათიდან 10:15 საათამდე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ ერთხელ დარღვევით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთთან სამხრეთ საზღვრის გადაკვეთის წერტილში უპილოტოებით და სარაკეტო-საარტილერიო საშუალებებით დაბომბა სომხეთის ირანთან სასაზღვრო საგუშაგოს პოზიციები. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა.
ერთ-ერთი უპილოტო მფრინავი აპარატი ჩამოვარდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
”ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ ერთი დარღვევის – სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაბომბვის შესახებ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მას მოუწევს საპასუხო დარტყმები განახორციელოს აზერბაიჯანის ძალების მიმართულებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.







