პოლიტიკა
სომხეთის მხარეს ჰყავს რამდენიმე ასეული უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცი: ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ომის დროს დაკარგული სომეხი სამხედროების რაოდენობა ცნობილია, მაგრამ პრემიერ მინისტრს არ დაუკონკრეტებია რიცხვი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ონლაინ პრესკონფერენციაზე თქვა.
”დიახ, რიცხვი ცნობილია, მე კონკრეტულ ად ახლა არ ავღნიშნავ, მაგრამ რიცხვი ვიცით. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს რამდენიმე ასეული უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცი და ვიმედოვნებთ, რომ ცოცხლებს ვიპოვით. მაგალითად, გუშინ გავიგე, რომ იპოვნეს დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც ადრე დაკარგულად ითვლებოდა”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ტყვეთა გაცვლის პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლა მოხდება მსხვერპლთა ცხედრების გაცვლის შემდეგ.







