საერთაშორისო

ვარდების რევოლუცია მოხდა ზუსტად 17 წლის წინათ

დღეს, 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციიდან” 15 წელი შესრულდა. 2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ოპოზიციისა და ამომრჩევლის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო პარლამენტის შენობის წინ აქციები დაიწყო. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” და “გაერთიანებული დემოკრატები”.

რევოლუციას წინ უძღოდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც, ფართოდ გავრცელებული აზრით, სახელისუფლებო პარტიების, “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” და “აღორძინების კავშირის” სასარგებლოდ იყო გაყალბებული. ეს შეფასება დაადასტურა განსხვავებებმა არჩევნების წინასწარ შედეგებსა და ეგზიტპოლებს, აგრეთვე, ხმების პარალელური დათვლის შედეგებს შორის.

ნახეთ მეტი
Back to top button