მთავარისაზოგადოება
საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონაში მიწისძვრა დაფიქსირდა

2.4 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა დმანისის სამხრეთ-დასავლეთით 16 კმ-ზე საქართველო-სომხეთის საზღვარზე. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ტერიტორიული სეისმური დაცვის სამსახურის სეისმოლოგიურმა ქსელმა მიწისძვრა დაარეგისტრირა 26 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 04:45 საათზე.
”მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 3 ბალი შეადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ სიგნალი არ შემოსულა მიწისძვრის შეგრძნების შესახებ.







