მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის სადამკვირვებლო ცენტრში რუსული და თურქული ჯარების რაოდენობა თანაბარი იქნება

აზერბაიჯანში რუსეთ-თურქეთის ერთობლივ სადამკვირვებლო ცენტრში ორი ქვეყნის ჯარის რაოდენობა თანაბარი იქნება. RIA Novosti- ს ცნობით, ამის შესახებ  განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა და დასძინა, რომ მოსკოვი და ანკარა შეთანხმდნენ ერთობლივ ცენტრზე, რომელიც უნდა აკონტროლებდეს მთიანი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას.

მანამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთთან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ.

კონაშენკოვის თანახმად, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროების მიერ 11 ნოემბერს ხელმოწერილი მემორანდუმით შეთანხმება იქნა მიღებული ცეცხლისა და ყველა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის კონტროლის რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრის განთავსებისა და მოქმედების წესის შესახებ.

”ცენტრი განთავსებული იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რუსეთ-თურქეთის პერსონალის რაოდენობა ერთობლივი ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში თანაბარი იქნება”, – აღნიშნა კონაშენკოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button