მთავარიპოლიტიკა

არა აივაზიანმა კუხოს სხდომაზე ისაუბრა აზერბაიჯანში უცხოელი მებრძოლების ყოფნაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი კუხოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ონლაინ სხდომაზე შეეხო აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ დაწყებულ ომს. ამის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ – გვერდიდან.

აივაზიანმა გააჟღერა უცხოელი მებრძოლების ყოფნა აზერბაიჯანში. მან აღნიშნა, რომ ბოევიკები თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაიყვანეს სირიიდან და ლიბიიდან, რათა მონაწილეობა მიეღოთ არცახის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. აივაზიანმა კოლეგების ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის მიერ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო ტერორიზმის კერის შექმნისკენ  გადადგმულ ნაბიჯებზე.

მინისტრმა გამოხატა ტყვეთა, მძევლების, გვამების გადაუდებელი გაცვლის საჭიროება, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების შესახებ მონაცემების შესწორება.

”განცხადებაში შესაბამისი დებულების არსებობის მიუხედავად, აზერბაიჯანი კვლავ არ ჩქარობს გამოხატოს მზადყოფნა ამის განსახორციელებლად”, – აღნიშნა აივაზიანმა.

მან ასევე დადებითად შეაფასა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის დამკვიდრების მიმართულებით რუსეთის ძალისხმევები და აღნიშნა, რომ მოკავშირეების მხრივ მოსალოდნელია რუსეთის ძალისხმევისთვის, ასევე სამშვიდობო პროცესისთვის მხარდაჭერა,  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ის საკითხები, რომლებიც ეხება კუხოს საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას, თანამშრომლობის გაღრმავებას, ორგანიზაციის თავდაცვითი კომპონენტის გაძლიერებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

სხდომაზე მიღებულ იქნა კუხოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, დამტკიცდა მსოფლიო უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის და განცხადების პროექტები. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ კუხო– ს წევრი სახელმწიფოები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ  საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებთან საბრძოლველად, მათ შორის შეიარაღებულ კონფლიქტებში უცხოელი ტერორისტების დაფინანსების, მომზადების, შეიარაღების და როგორც დაქირავებულების შეიარაღებულ დაპირისპირებებში გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

მოწონება დაიმსახურა აგრეთვე  კუხოს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებაზე მიმართული მრავალი დოკუმენტის პროექტმა, მათ შორის  ერთობლივი ლოგისტიკისა და სამედიცინო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმების პროექტმა, 2021-2025 წლებში  კუხო– ს წევრი ქვეყნების ანტინარკოტიკული სტრატეგიის პროექტმა და სხვა დოკუმენტების პროექტებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button