მთავარიპოლიტიკა

კრემლი მიესალმება ყარაბაღში რუსული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის შესაძლო მინიჭებას

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ მოსკოვი მიესალმება ყარაბაღში რუსულის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის შესაძლო მინიჭებას და მზადაა დაეხმაროს მის შემდგომ გავრცელებაში. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

 ”ნებისმიერ შემთხვევაში, ყარაბაღში რუსულ ენას იყენებენ, სომხეთში, აზერბაიჯანში რუსულად ლაპარაკობენ, რუსულ ენაზე ზოგადად ლაპარაკობენ მსოფლიოს მრავალ ნაწილში, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. და ისინი საუბრობენ, რადგან ეს არის კომუნიკაციისთვის შესაფერისი ენა, მას სწავლობენ, როგორც ადრე. ცხადია, ჩვენ მას ყველანაირად მივესალმებით, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მონაწილეობა მის გავრცელებაში და შევინარჩუნოთ რუსული ენის ცოდნის დონე, ჩვენ ეს ჩვენს ამოცანად მიგვაჩნია”, – თქვა პესკოვმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ სთავაზობს სომხეთს ან აზერბაიჯანს რუსულის მეორე სახელმწიფო ენად ქცევად და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ნებისმიერი ქვეყნის შიდა საქმეა.

პესკოვმა დასძინა, რომ ეს არ არის მოლაპარაკებების ან კონტაქტების თემა. ეს არის დე ფაქტო სიტუაცია, როდესაც რუსულად ლაპარაკობენ როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არცახის პარლამენტი განიხილავს რუსულისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების საკითხს.

ნახეთ მეტი
Back to top button