მთავარიპოლიტიკა

ხორციელდება ხელმოწერილი სამმხრივი განცხადება მთიანი ყარაბაღის შესახებ. ვლადიმერ პუტინი

ხორციელდება სამმხრივი განცხადება მთიანი ყარაბაღის შესახებ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის. ეს განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, კუხოს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ონლაინ სესიის დროს.

”ყველამ იცის, რომ რუსეთის აქტიური შუამავლობის ძალისხმევა იყო საჭირო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და სტაბილიზაციის პროცესის დასაწყებად. ამავე დროს, ჩვენ ვიცავდით  შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მეშვეობით. ახლა ხორციელდება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი განცხადება. რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებულნი დაპირისპირების ზოლში და ლაჩინის დერეფანში”,- აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა მნიშვნელობა მიანიჭა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაზარალებულებისთვის სისტემატიური დახმარების  გაწევას.

”საჭიროა დახმარების აღმოჩენა  ლტოლვილთა დაბრუნების, განადგურებული ინფრასტრუქტურის შეკეთებისა და კულტურული და რელიგიური ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად. რუსული მხარე ერევანთან და ბაქოსთან თანამშრომლობით უკვე განიხილავს ყველა ამ საკითხს”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ასევე განიხილება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button