მთავარიპოლიტიკა

მზად არის მეხუთე დახურული მოხსენება ეთნიკური სომეხი ტყვეების მიმართ და მსხვერპლთა სხეულებზე განხორციელებული ბოროტმოქმედების შესახებ

სომხეთის სახალხო დამცველმა არმან თათოიანმა Facebook– ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის და არცახის  ადამიანის უფლებათა დამცველებმა დაასრულეს მეხუთე დახურული მოხსენება ეთნიკურად სომეხი ტყვეებისა და მსხვერპლთა სხეულებზე განხორციელებული სისასტიკის შესახებ.

”ჩვენ დავასრულეთ მეხუთე დახურული მოხსენება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ბოროტმოქმედებათა შესახებ და ეთნიკური სომეხი ტყვეების და მსხვერპლთა ცხედრების მიმართ. ის წამებისა  და სისასტიკის თემაზე მე-5 მოხსენებაა.

იგი მოიცავს პერიოდს 19 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე და ჩვენ უკვე დავიწყეთ მე -6 მოხსენების მომზადება.

ამ მოხსენებაში მოცემულია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ყველა სისასტიკისა და ომის დანაშაულის კონკრეტული მტკიცებულება. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა,  რომ ტყვეები ეთნიკური სომხები არიან. ეს ყველაფერი შედეგია იმისა, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს არმენოფობიურ პოლიტიკას.

ანგარიში წარმოადგენს მტკიცებულებათა  ანალიზს,  რომელიც ადასტურებს  არცახში ტერორისტული მეთოდებით ეთნიკურ წმენდასა და გენოციდურ პოლიტიკას.

ნახეთ მეტი
Back to top button