მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მტკიცებები, რომ კონფლიქტი მოგვარებულია, უსაფუძვლოა. არა აივაზიანი

სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანული მხარის განცხადებები, რომ კონფლიქტი უკვე მოგვარებულია, უსაფუძვლოა. აივაზიანმა ასეთი მოსაზრება გამოთქვა “არმენპრესთან” საუბარში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.

”ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტიც კი, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, სრულად ვერც კი აღიქვამს მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის არსს. როგორც სამმხრივი განცხადების ტექსტიდან ირკვევა, და როგორც ამ ბოლო დროს ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შუამავლის როლს ასრულებს, არცახის საბოლოო სტატუსის საკითხი მოგვარებული არ არის და წარმოადგენს შემდგომი მოლაპარაკებების საგანს. ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარე ქვეყნებიც ეთანხმებიან ამ საკითხს”, – აღნიშნა აივაზიანმა.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არცახის ხალხის მიერ განხორციელებულ თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კონტაქტები ყველა დონეზე მოწმობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩამოაყალიბდა იმის წარმოდგენა, რომ არცახი აზერბაიჯანის უფლებამოსილებაში ვერ იქნება რაიმე სტატუსით, და რომ არცახის სომხებს აქვთ ყველა ის უფლება, რაც მსოფლიოს ყველა ხალხს აქვს.

სომხეთის მიერ არცახის აღიარების საკითხზე საუბრისას, აივაზიანმა აღნიშნა, რომ არცახის ხალხის წინააღმდეგ გამოყენებულმა სასტიკმა სამხედრო ძალამ კიდევ უფრო გაამყარა ბრძოლა არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების აღიარებისათვის.

აივაზიანმა აღნიშნა ისიც, რომ სამმხრივი განცხადება მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სტაბილური ცეცხლის შეწყვეტის დამყარებას და რუსი სამშვიდობოების განლაგებას არცახში. ამ ეტაპზე განხორციელდა ან მიმდინარეობს ამ განცხადების ზოგიერთი დებულების განხორციელება, რომლებიც დიპლომატიის სფეროს გარეთ იყო.

”როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, არცახის სომხების ინტერესებისა და უფლებების უზრუნველყოფის საკითხები დიპლომატიურ სფეროში უნდა განიხილებოდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში. და ჩვენი პრიორიტეტია ამ საკითხზე დისკუსიების დიპლომატიური სფეროში დაბრუნება”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button