ეკონომიკა

“ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის მიხედვით, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში” – მაჭავარიანი

,,Metronome.ge” წერს, რომ საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის (OBS) მიხედვით, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი, მეათე მოწვევის პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, პოსტპანდემიურ პერიოდში, შეზღუდული რესურსების პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალბიუჯეტიანი პროგრამების და პროექტების ეფექტურობას.

„მსხვილი საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასება მოხდება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ხოლო მიღებული შედეგების საფუძველზე, თითოეული ეს პროგრამა დაკორექტირდება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვით და დაფინანსდება ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მქონე პროექტები“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button