საერთაშორისო

საქართველოს განახლებული მთავრობა ეყოლება: რას ჰპირდება მთავრობა მოქალაქეებს

საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათს რიგგარეშე სესიის ფარგლებში პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით განახლებულ მთავრობას და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობას გამოუცხადებს.  ამის შესახებ წერს „სპუტნიკი საქართველო“.

გახარიამ პარლამენტს, ფაქტობრივად, მთავრობის ძველი შემადგენლობა წარუდგინა. ერთადერთი ახალი სახე – იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძეა, რომლისთვისაც აღნიშნული თანამდებობა დროებითი იქნება. რამდენიმე თვეში იგი მთავრობას დატოვებს და ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტს დაიკავებს.

ნახეთ მეტი
Back to top button