პოლიტიკა
კიდევ 4 სომეხი ტყვე დაბრუნდა სომხეთში

კიდევ ოთხი სომეხი ტყვე სომხეთში დაბრუნდა რუსეთის ფედერაციისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი.
”ნათესავებს უკვე აცნობეს მათი დაბრუნების შესახებ, ხოლო ტყვეები ახლა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და საჭირო სამედიცინო და მორალურ მხარდაჭერას ღებულობენ”, – წერს ის Facebook- ის საკუთარ გვერდზე
ტყვეთა გაცვლის პროცესი გრძელდება.







