საერთაშორისო

ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ

ბიძინა ივანიშვილმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც აცხადებს, რომ მან გადაწყვიტა დატოვოს  პოლიტიკა. ამის შესახებ  იუწყება „Sputnik– საქართველო“.

„მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს“, – წერს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში (იმერეთის რეგიონი, დასავლეთ საქართველო).

2011 წელს მან განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკაში შესვლას და დააფუძნა პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა კოალიციაში სხვა ოთხ პარტიასთან 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და ჩაანაცვლა საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა. ამასთან, 2018 წლის მაისში ის დაბრუნდა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა 90-იან წლებში, შემდეგ საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დიდი ხნის განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button