
11 იანვარს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა რუსეთის ფედერაციას, აღნიშნულია სომხეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.
,,მოსკოვში დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ასევე საუბარი ექნება რუსეთის პრეზიდენტთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.







