
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ბრძოლების დროს 2841 სამხედრო დაიღუპა, იუწყება ,,ტასს“-ი.
”დაიღუპა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 2841 სამხედრო მოსამსახურე”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ინფორმაციით, კიდევ 64 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მათი ძებნა და იდენტიფიკაცია გრძელდება.







